4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:05:56

საქართველოში იანვარ-მაისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 16.8 პროცენტით შემცირდა

By: Admin
2020-06-17 10:49:34
204

2020 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 206.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.8 პროცენტით ნაკლებია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათი ცნობით, აქედან ექსპორტი 1 235.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (16.2 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2 970.8 მლნ. აშშ დოლარი (17.0 პროცენტით ნაკლები).

რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს, მან 2020 წლის იანვარ-მაისში 1 735.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტი შეადგინა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share