2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:01:24

მაისში, სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით 1.4 პროცენტით გაიზარდა

By: Admin
2020-06-23 15:41:47
204

2020 წლის მაისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 12.7 პროცენტით.

ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

მათი ცნობიტ, წინა თვესთან შედარებით ფასების 1.6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 1.27 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა სასმელებზე (1.5 პროცენტი), ქიმიკატებსა და ქიმიურ პროდუქტებზე (7.3 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (5.1 პროცენტი).

„12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 11.6 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 9.62 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (13.3 პროცენტი), სასმელები (10.2 პროცენტი) და ძირითადი ლითონები (12.0 პროცენტი);

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: დაფიქსირდა ფასების 29.7 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.73 პროცენტული პუნქტით აისახა;

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 15.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.35 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, - აღნიშნავენ საქსტატში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share