5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:57:57

ნინო ბურჭულაძე: „არემჯი გოლდმა“ რეალური სამოქმედო გეგმა უნდა დადოს

By: Admin
2017-07-21 17:16:33
204

საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელი ნინო ბურჭულაძის განცხადებით, გარემოს დაცვის სამინისტრომ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რათა კომპანია „არემჯი გოლდმა“ რეალური სამოქმედო გეგმა დადოს.

ბურჭულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აუცილებელია კომპანია, კარგად დაწერილი პროგრამა წარმოადგინოს.

„გარემოს დაცვის სამინისტრომ  ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, რათა კომპანიამ დადოს რეალური სამოქმედო პროგრამა და კარგად დაწერილი გეგმა - გრაფიკი. გარდა ამისა თავად კომპანიის ხელმძღვანელი დიმიტრი ტროცკი, რომელსაც გარემოზე უნდა ეზრუნა  ხელისუფლების სხვადსახვა შტოების საშუალებით ცდილობდა თავი აერიდებინა კონკრეტულ ნაბიჯებს. 2016 წლის ზამთარში გარემოს დაცვის სამინისტრომ, კერძოდ, გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატარა კომპანიაში ერთგვარი ინსპექტირება, რომლის შედეგები საკმაოდ მძიმე და შემაშფოთებელია,“, - განაცხადა საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელმა.

Share