3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:38:26

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

By: Admin
2020-06-23 15:41:32
204

15-22 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო თამბაქოს (ჯამში 5,347 კოლოფი სიგარეტი და 36 კგ. თუთუნი) შენახვა-გადაზიდვის 24 ფაქტი გამოვლინდა, აქედან, ერთი შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სახელმწიფო საკუთრებაში იქნა მიქცეული.

 

(NS)

Share