
საყდრისის კომიტეტის წარმომადგენლები კომპანია „არემჯი გოლდის“ პრეზენტაციას არ ენდობიან და მათი მთავარი შეკითხვაა: „რა გაკეთდა ბოლნისში გარემოს დასაცავად?“.
ამის შესახებ საყდრისის კომიტეტის წარმომადგენლემა ნინო ბურჭულაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გარემოს დასაცავად არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.
„პრეზერნტაცია, რომელიც წარმოადგინეს იყო ძალიან ბუნდოვანი. მეტიც, ამ პრეზენტაციის შემდეგ საყდრისის კომიტეტს კიდევ უფრო მეტი კითხვები გაგვიჩნდა. მთავრი შეკითხვაა? რა გაკეთდა გარემოს დასაცავად? საქმე ის არის, რომ არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა და „არემჯი გოლდი“ კვლავ აგრძელებს გარემოს დაბინძურებას. გარდა ამისა, თავად კომპანიის ხელმძღვანელი დიმიტრი ტროცკი, რომელსაც გარემოზე უნდა ეზრუნა ხელისუფლების სხვადსახვა შტოების საშუალებით ცდილობდა, კონკრეტულ ნაბიჯებზე თავი აერიდებინა. აგრეთვე ძალიან საეჭვოა „არემჯი გოლდში“ დასაქმებულ პირებთა სახელი და გვარები. ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები გარემოს დაცვის სამინისტროსთან. ჩვენ აღარ გვაქვს შეკითხვები თავად კომპანიასთან, არამედ მივმართავთ, თავად გარემოს დაცვის სამინისტროს. რომელიც ბოლო რამდენიმე წელი ზედმეტად მაამებლურ პოლიტიკას ეწევა „არემჯი გოლდთან“ მიმართებაში“, - აცხადებს ბურჭულაძე.
Share