5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:58:17

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8.25 პროცენტამდე ამცირებს

By: Admin
2020-06-26 12:07:59
204

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 24 ივნისს რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტით განისაზღვრა.

ამის შესახებ განცხადებას სები ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხომაზე მიიღეს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს მომავალშიც დააკვირდება და, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, - განაცხადა სებმა.

ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 5 აგვისტოს ჩატარდება.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share