2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:01:00

საყდრისის კომიტეტი მომხრეა, ბოლნისელებს ეპიდემიური კვლევა ჩაუტარდეთ

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელი ნინო ბურჭულაძეს განცხადებით, კომპანია „არემჯი გოლდმა“ გარემო მნიშვნელოვნად დააბინძურა, ამიტომ საჭიროა ბოლნისში მცხოვრებ მოსახლეობას ეპიდემიური კვლევა ჩაუტარდეთ.

ბურჭულაძემ დღეს, ბრიფინგზე განმარტა, რომ ეპიდემიური კვლევით დადგინდება, თუ როგორი ზეგავლენა მოახდინა გარემოს დაბინძურებამ ადამიანების ჯანმრთელობაზე.

„აუცილებლად ჩატარდეს მოსახლეობის ეპიდემიური კვლევა, სასოფლო სამეურნეო პროდუქტის კვლევა, რათა დადგინდეს, აისახა, თუ არა გარემოს დაბინძურება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. „არემჯი გოლდი“ კვლავ აგრძელებს გარემოს დაბინძურებას. გარდა ამისა თავად კომპანიის ხელმძღვანელი დიმიტრი ტროცკი, რომელსაც გარემოზე უნდა ეზრუნა  ხელისუფლების სხვადსახვა შტოების საშუალებით ცდილობდა თავი აერიდებინა კონკრეტულ ნაბიჯებს“, - განაცხადა საყდრისის კომიტეტის წარმომადგენელმა.

Share