ვალუტის კურსი

საგარეო მოთხოვნა წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შესუსტებული დარჩება, - ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
სები განმართავს, რომ ამის მიზეზია სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკის ვარდნა.
„არსებული პროგნოზებით, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებში ეკონომიკის ვარდნის შედეგად, საგარეო მოთხოვნა წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შესუსტებული დარჩება. წინასწარი მონაცემებით, მაისში საქონლის ექსპორტი წლიურად 31 პროცენტით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი 97 პროცენტით შემცირდა. საექსპორტო შემოსავლების კლებასთან ერთად, მაისში იმპორტიც წლიურად 34 პროცენტით შემცირდა“, - განაცხადეს სებში.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share