4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:42:47

Apple Pay - მარტივი და უსაფრთხო გადახდები ბაზისბანკშია

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ბაზისბანკი თავის მომხმარებელს უკვე სთავაზობს Apple Pay-ს, სწრაფ და მოსახერხებელ მობილურ გადახდებს. 

Apple Pay კომპანია  Apple-ის  მობილური გადახდის სისტემაა, რომელიც მომხმარებლებს  iPhone-ისა და Apple Watch-ის მეშვეობით ტერმინალზე თანხის სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად გადახდის შესაძლებლობას აძლევს. 

უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა Apple Pay-ს მთავარი ღირებულებაა. Apple Pay-თ გადახდისას, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომრები არ ინახება არც Apple-ის მოწყობილობაში და არც სერვერებზე. თითოეული ტრანზაქციის ავტორიზაცია ხორციელდება ერთჯერადი დინამიური კოდის საშუალებით.

Apple Pay-ში ბაზისბანკის ბარათების დამატება მარტივია. Apple Pay-ში დამატების შემთხვევაში, მომხმარებლები კვლავ გააგრძელებენ მათი საკრედიტო თუ სადებეტო ბარათებით  განსაზღვრული ბენეფიტებით სარგებლობას. 

iPhone-ის და Apple Watch-ის გამოყენებით Apple Pay-ით გადახდა  შესაძლებელია, როგორც მაღაზიებში, რესტორნებსა და ტაქსში, ასევე სხვა უამრავ ობიექტზე, სადაც ხორციელდება უკონტაქტო გადახდები. ონლაინ შოპინგი კი აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე ისეთივე მარტივია, როგორც Touch ID-ზე ერთი თითის დადება. უკვე აღარ არის საჭირო გადახდის ვრცელი ფორმების შევსება. Apple Pay–თ თითოეული გადახდა თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობის სერვისით ან ე.წ. პინკოდის შეყვანით მარტივად არის შესაძლებელი. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ:
http://www.apple.com/apple-pay/
https://basisbank.ge/ge/remote_services/apple_pay/

საწყის ეტაპზე Apple Pay-ში შესაძლებელია ბაზისბანკის ნებისმიერი ტიპის VISA ბარათის დამატება. 

 

(R)

Share