3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:50:19

შპს „ამბასადორი" პროექტთან შეუსაბამობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა

By: Admin
2020-06-26 12:07:44
204

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ დღეს, 24 ივნისს ჩატარებული მონიტორინგის დროს, ბათუმის ზღვისპირა ბულვარის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისას დაფიქსირდა წარმოებული სამუშაოების პროექტთან შეუსაბამობის ფაქტი.

კერძოდ, მოხდა შენობის სართულიანობის ცვლილება: ნაცვლად 4 სართულისა, ემატებოდა მეხუთე სართული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შედგენილ იქნა სამართალდარღვევათა ოქმი, რის შედეგადაც შპს „ამბასადორი" 10 000 ლარით დაჯარიმდა.  გადაწყვეტილება გადაგზავნილია სასამართლოში შემდგომი რეაგირების მიზნით.

Share