
6 თვის შედეგების მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიმართულებით პოზიტიური შედეგები გვაქვს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 4.5%-ი შეადგინა. იანვარში მშპ-ს ზრდა იყო 5.2%, თებერვალში - 4.4%, მარტში - 5.3% აპრილში 2.1%, მაისში - 5.3%
„აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, წლის ბოლომდე ჩვენ ველოდებით 4%-ზე მეტ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულა რაოდენობამ 605 ათასი შეადგინა. (ზრდა გასულ წელთან შედარებით 4,7%-ი) გამოშვებამ 7,5 მლრდ ლარი, ხოლო ზრდამ 16.1% შეადგინა, საწარმოთა ბრუნვა 15,2 მლრდ ლარი - 19.1%-იანი ზრდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორში 27 ათასი ადამიანით მეტი დასაქმდა.
(NS)
Share