3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:34:40

ქუმსიშვილი: ფისკალური რეფორმების 6 თვის შედეგებით, მაისში წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 120 მილიონი ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

„ფისკალური რეფორმების 6 თვის შედეგების მიხედვით მაისში წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 120 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2017 წლის პირველ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა სექტორების მიხედვით შემდეგია: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 39%; ენერგეტიკა -  13%; მშენებლობა - 10% ფინანსური სექტორი - 8%; დამამუშავებელი მრეწველობა - 7%; სასტუმრო და რესტორნები - 6.7%; უძრავი ქონება - 4%;  სხვა სექტორები - 12%

ძირითადი საექსპორტო ბაზრები: ევროკავშირი - 27%; რუსეთი - 9.8%; თურქეთი - 8.2% ჩინეთი - 8.0%; ბულგარეთი - 7.9%; აზერბაიჯანი - 7.3%; სომხეთი - 7.1%; გერმანია - 4% სხვა ქვეყნები -  47.7%

უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები საქართველოს ექსპორტში სპილენძი - 15% ფეროშენადნობი - 8% თხილი - 8%; ავტომობილები - 8%; ღვინო - 5% მედიკამენტები - 5% სპირტიანი სასმელები - 4% სხვა - 46%

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა, საბიუჯეტო შემოსავლების დინამიკაზე და აღნიშნა, რომ იანვარ-ივნისში ნაერთი ბიუჯეტში გადასახადების სახით მობილიზებულია 4.748 მლნ ლარი, ზრდამ წინა წელთან შედარებით შეადგინა 14.2%, გადასახდელებმა შეადგინა - 5.841 მლნ ლარი, ზრდა წინა წელთან  - 11.7%.

ფისკალური რეფორმების 6 თვის შედეგების მიხედვით მაისში (პირველი სავადო), წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 120 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში; ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების მიმართულებით - ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალურ ხარჯებზე მიიმართა 1 143.8 მლნ ლარი, რაც გასული წლის მაჩვენებელს 269.7 მლნ ლარით (30.9 პროცენტით) აღემატება.

 

(NS)

Share