3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:31:25

საქართველოს ეროვნული ბანკის აუდიტს KPMG ჩაატარებს

By: Admin
2020-07-03 10:52:54
204

პარლამენტმა  ეროვნული ბანკის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია.

გარე აუდიტს  აუდიტორული კომპანია KPMG ჩაატარებს.  საკონკურსო კომისიამ,  რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს,  არჩევანი კონკურსში მონაწილე სამ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას შორის გააკეთა. გამარჯვებულად ,  საუკეთესო ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით  KPMG  დასახელდა.

„ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს სამი უმსხვილესი აუდიტორული კომპანია, ე.წ. „დიდი ოთხეული" წევრი- Ernst&Young, Deloitte Touche-Tohmatsu და KPMG იღებდა. გაიმარჯვა KPMG -მა, რომელსაც პარლამენტს დასამტკიცებლად  სესიაზე წარვუდგენთ", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი  დალუქული კონვერტები, კერძოდ ტექნიკური   წინადადებები კომისიის წინა სხდომაზე, ხოლო ფინანსური წინადადებები დღეს, აუდიტორული ფირმების წარმომადგენლების თანდასწრებით  გაიხსნა.

Share