3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:47:04

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ კიდევ ერთი, ახალი ბენეფიციარი, კომპანია „არგო“ შეემატა.

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით,  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სააგენტოს მხარდაჭერით, კომპანია ლიმონათის წარმოების ხაზის დამატებასა და უალკოჰოლო სასმელების მიმართულების ასორტიმენტის გაზრდას შეძლებს.

უწყების ცნობით, კონკრეტულად, საწარმოში, რომელიც თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით იქნება აღჭურვილი, პირველ ეტაპზე 38 ადამიანი დასაქმდება, ყოველწლიურად კი 10 000 000 ლიტრი ლიმონათის წარმოებას გეგმავს.

 რაც შეეხება კომპანიის სამომავლო მიზნებს, ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზება მოხდება ქვეყნის მასშტაბით არსებულ თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტსა და სუპერმარკეტების ქსელში, ამასთანავე, დაგეგმილია ნაწარმის საერთაშორისო ბაზრებზე გატანაც.

სს „არგო“ თბილისში, ლილოში, სამგორის რაიონში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხრიდან.
 
სააგენტოს დახმარებითვე განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 1 568 807 ლარს შეადგენს.

(NS) 

Share