3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:33:34

ივნისში სურსათზე ფასები 13.6%-ით, ხილზე 46.5%-ით, ხორცეულზე კი, 13.1%-ით გაიზარდა

By: Admin
2020-07-21 11:33:13
204

ივნისში სურსათზე ფასები 13.6%-ით, ხილზე 46.5%-ით, ხორცეულზე კი, 13.1%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართელოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.15 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (46.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.2 პროცენტი), თევზეული (15.8 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (14.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (13.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.3 პროცენტი);

"ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაზრდილია 7.5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.61 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.6 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (10.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 8.6 პროცენტით, რის შედეგადაც ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში -1.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების კლება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-11.8 პროცენტი)", - განაცხადეს საქსტატში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share