4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:04:29

რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ სპორტდარბაზებსა და აუზებს მუშაობის განახლებისთვის

By: Admin
2020-07-06 15:55:32
204

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა იმ რეკომენდაციებზე, რომელთა დაცვაც მოეთხოვებათ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების მფლობელებს მუშაობის განახლებისთვის.

კერძოდ:

·         ყოველ ექვს კვ. მეტრზე მოხდება ერთი ადამიანის დაშვება;

·         უპირატესობა მიენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში ნომინალურ სიჩქარეზე უნდა იყოს გადართული და შესაბამისი წესი იქნება ამ კუთხით მიღებული;

·         დალაგების შემდგომ ორპირი ქარის პრინციპით უნდა მოხდეს განიავება;

·         საშხაპეები უნდა იყოს შესაბამისი ტიხრებით გამოყოფილი ერთმანეთისგან;

·         კარადები ერთის გამოტოვებით უნდა იყოს განთავსებული;

·         პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით;

·         წესდება ლიმიტი ჯგუფური ვარჯიშების განხორციელებისთვის - 10 ადამიანისთვის მოხდება პროცედურის წარმართვა;

·         აუზების შემთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევა ჩატარდება და გადახრის შემთხვევაში უკვე მიკრობიოლოგიური კვლევა განხორციელება;

·         შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი რბილი მასალების გამოყენება და მათი დეზინფექცია უნდა განხორციელდეს ყოველი გამოყენების შედეგ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share