4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:53:10

საქართველოს შესაძლოა აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარების 15% შეუჩერდეს

By: Admin
2020-07-07 12:11:59
204

2021 წელს საქართველოს შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი დახმარების 15% შეუჩერდეს, - ამის შესახებ ვკითხულობთ აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დარეგისტრებული კანონპროექტში.

კანონპროექტის თანახმად, დახმარების 15% უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები გამყარდა, ქვეყანაში არის დემოკრატიული გარემო. ამასთანავე, ხაზგასმიტაა აღნიშნული, რომ ბიზნესგარემო უნდა გაუმჯობესდეს და შემცირდეს კორუფციის დონე და გაუმჯობესდეს მთავრობის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოსთვის გამოყოფილია იქნება არანაკლებ $132,025,000-ის რაოდენობის დახმარება.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share