1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:50:36

პაოლო ჯენტილონი - ევროზონის ეკონომიკას პანდემიამ უფრო მძიმე დარტყმა მიაყენა, ვიდრე მოსალოდნელი იყო

By: Admin
2020-07-07 16:02:14
204

ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიამ უფრო მძიმე დარტყმა მიაყენა ევროპის ეკონომიკას, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

მისი თქმით, ქვეყნების ჩაკეტვის გავლენა ეკონომიკაზე უფრო მძიმეა, ვიდრე თავდაპირველად ელოდნენ.

„ზაფხულის 2020 წლის ეკონომიკური პროგნოზის თანახმად, ევროპაში ეკონომიკა 2020 წელს შემცირდება 8.7% –ით, ხოლო 2021 წელს 6.1% –ით გაიზრდება. ევროკავშირის ეკონომიკა, სავარაუდოდ, 2020 წელს 8.3% –ით შემცირდება და 2021 წელს გაიზრდება 5,8% –ით. რიცხვები აჩვენებს უფრო მძიმე კრიზისს, ვიდრე ეს წინასწარ იყო განსაზღვრული“, - განაცხადა ჯენტილონიმ.

 ჯენტილონი აღნიშნავს, რომ „ეკონომიკის აღდგენის გზა ჯერ კიდევ გაკრულია ”.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share