
„აგვისტოში ქუთაისის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იწყება“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ერთდროულად 6 რეისს მოემსახურება.
„ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იწყება აგვისტოში. ტერმინალის გაფართოების პროექტი, ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, ერთდროულად 6 რეისს მოემსახუროს. ეს პროექტი რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაშია, რომელიც ითვალისწინებს სარკინიგზო ბაქნის მშენებლობას აეროპორტის ჭიშკრის წინ, ვფიქრობთ, რომ ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, უფრო მეტ მგზავრს მოემსახუროს. 92%-ით არის გაზრდილი მგზავრთა ნაკადი წლის დასაწყისიდან და ეს რა თქმა უნდა ერთი მხრივ არის ვიზალიბერალიზაციის შედეგი, ხოლო მეორე მხრივ ტურიზმის მიმართულებით ძალისხმევის მნიშვნელოვანი შედეგი”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
Share