ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ 2.3983 ლარი ეღირება, დღეს კი მისი შეძენა 2.3995 ლარადაა შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. 1 ევროს შეძენა ხვალ 2.7923 ლარად იქნება შესაძლებელი, დღეს კი, მისი ღირებულება 2.7621 ლარს შეადგენს. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0302 ლარი შეადგინა.
Share