2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:54:21

დღეიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დასაშვები ხდება

By: Admin
2020-07-15 15:37:23
204

ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა დღეიდან დასაშვები ხდება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება  მთავრობამ 9 ივლისს მიიღო.

როგორც პრემიერმა 9 ივლისს აღნიშნა, ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო აქტუალური ხდება, კულტურული ღონისძიებების გამართვას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო, ორშაბათიდან, 13 რიცხვიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აკრძალვა მოიხსნება. მე ვფიქრობ, განსაკუთრებით ახლა, ზაფხულის პერიოდში, როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ტარდება ღია ცის ქვეშ, იქნება ნებადართული. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩატარებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა მივეხმაროთ იმაში, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა, ნორმალურად ჩაატარონ ეს გამოფენები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share