2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:50:09

იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.3 პროცენტით შემცირდა

By: Admin
2020-07-15 15:37:16
204

2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3 568.9 მლნ. აშშ დოლარი (16.5 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ივნისში 2 065.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.7 პროცენტი შეადგინა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share