ვალუტის კურსი

მომღერალ ქეთი მელუას კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 23-24 ივლისს მოძრავ ელექტრომატარებლებს გაჩერება დაემატება „Black Sea Arena“-ს სიახლოვეს, ახალაშენებულ ბაქანზე.
ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს:
„მიმდინარე წლის 23 ივლისს, „Black Sea Arena“-ზე, ქეთი მელუას კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის, ასევე, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით, 23 და 24 ივლისს, ყველა მოძრავ ელექტრომატარებლებზე დაემატება გაჩერება „Black Sea Arena“-ს სიახლოვეს, ახალაშენებულ ბაქანზე“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.
(NS)
Share