3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:41:02

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2020-07-15 15:36:45
204

2020 წლის 14 ივლისს,ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა  ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 94 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.100 პროცენტით, მაქსიმალური 8.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.295 პროცენტით განისაზღვრა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share