ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.3983 ლარი ღირს, გუშინ კი მისი შეძენა 2.3995 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. 1 ევროს შეძენა დღეს 2.7923 ლარად იქნება შესაძლებელი, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.7621 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0302 ლარი შეადგინა.
Share