9.84 °C თბილისი, საქართველო | 2026-02-16  
10:57:18

ჯანდარის მაგისტრალური არხი გაიწმინდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქვემო ქართლში, ჯანდარის მაგისტრალური სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოების I ეტაპი დაასრულა. 

მარნეულის მუნიციპალიტეტში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან  არხის 2000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული ღონისძიებები, არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს,  რაც   მუნიციპალიტეტში  40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 34  სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ დამატებით 3 200  ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, სარწყავი წყლის მიწოდება 17 000-ზე მეტ ჰექტარზე გაუმჯობესდება, ხოლო დამშრალი ფართობის რაოდენობას 4 500 ჰექტარი დაემატება.

 

(NS)

Share