2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:48:58

პრემიერ-მინისტრი: ტურიზმის მიღმა აქტივობები აშკარად გაზრდილია

By: Admin
2020-07-20 17:26:55
204

გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში გამოჩნდა და ტურიზმის მიღმა აქტივობები არის აშკარად გაზრდილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საგადასახადო შემოსავლების და მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით, პოზიტიური ნიშნები შეინიშნება ფინანსურ სექტორშიც.

„პანდემიის, ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მოვახდიოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია შემდგომ სწრაფი აღდგენის მიზნით. რეალურად დღეს აშკარაა, რომ ჩვენ, მთავრობა და სამინისტროები ამ სტაბილიზაციისთვის უნდა მოვემზადოთ. გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში გამოჩნდა და ტურიზმის მიღმა აქტივობები არის აშკარად გაზრდილი. ისევე როგორც ფინანსურ სექტორშიც, მაჩვენებლები საკმაოდ პოზიტიურია საგადასახადო შემოსავლების და მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგი, რომ ქვეყანამ, მოქალაქეებთან ერთად მოახერხა და დღესაც ახერხებს ვირუსის ეფექტურ მართვას“, - განაცხადა გახარიამ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share