4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:43:24

გიორგი ჩერქეზიშვილი სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე  გიორგი  ჩერქეზიშვილი  დღეს  სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაში  სლოვაკეთის „ექსიმ ბანკ“-ის გენერალური დირექტორი დუშან კეკეტიც შედის.

როგორც შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, საქართველოსა და სლოვაკეთს წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აქვთ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გიორგი  ჩერქეზიშვილმა და დუშან კეკეტმა  ისაუბრეს   სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და იმ  დიდ პოტენციალზე, რომელიც ქვეყნებს  შორის არსებობს  ვაჭრობის, ტურიზმისა და ეკონომიკის სხვა  სფეროებში.

სლოვაკურმა მხარემ სლოვაკეთის მთავრობისა და „ექსიმ ბანკ“-ის მხარდაჭერით მზადყოფნა გამოხატა კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად.

შეხვედრას ასევე  ესწრებოდნენ  სლოვაკეთის  ელჩი  საქართველოში  რუდოლფ  მიხალკა და  საქართველოს  საპატიო  კონსული  სლოვაკეთში  ნოდარ  გიორგაძე.

 

(NS)

Share