2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:57:02

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 2 აგვისტოდან განაახლებს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 2 აგვისტოდან განაახლებს.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათი თქმით, დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის.

„ავიარეისები Airbus A 319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

• მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;

• თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

 

ავტორი: მერი ტაბარტაძე

Share