ვალუტის კურსი

სეზონური დასაქმება შეიძლება მნიშვნელოვანწილად ჩავანაცვლოთ საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ სოფლის მეურნეობაში მიმდინარე ტენდენციები ბოლო წლებში არის დადებითი.
„სეზონური დასაქმება, რომელიც პოპულარული იყო ჩვენს მოსახლეობაში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში შეიძლება მნიშვნელოვანწილად ჩავანაცვლოთ საქართველოში შეთავაზებული სამუშაო ადგილებით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სოფლის მეურნეობაში მიმდინარე ბოლო წლების ტენდენციები არის დადებითი“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share