-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:13:25

„ეარ ფრანსი“ აგვისტოს დასაწყისიდან პარიზი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს

By: Admin
2020-07-22 16:32:22
204

„ეარ ფრანსი“ აგვისტოს დასაწყისიდან პარიზი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ავიაკომპანიას უფლება ექნება, რომ კვირაში მხოლოდ ორი ფრენა განახოციელოს.

„დღეს ჩვენ მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება და „ეარ ფრანსი“  აგვისტოს დასაწყისიდან, ზუსტ თარიღს თავად განსაზღვრავს, კვირაში ორ ფრენას განახორციელებს. ანუ მათ ექნებათ უფლება პარიზის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი  ფრენა განახორციელონ“, - განაცხადა თურნავამ.

თურნავამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს „ეარბალტიკთან“, თბილისი-რიგას მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share