
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კურორტ „გოდერძიზე" ახალი სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიმბოლური კაფსულა მან ხულოს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ბესიკ ბაუჩაძესთან ერთად ჩაუშვა.
სასტუმროს სამშენებლო კომპანია "აისი" აშენებს. 4-სართულიან შენობაში 30-ნომრიანი სასტუმრო და რესტორანი განთავსდება, სადაც საკონფერენციო დარბაზი, მცირე აუზი, საუნა, საბილიარდო და თხილამურების შესანახი სივრცე მოეწყობა. აღნიშნულ პროექტში განხორციელდება 2 000 000 ლარის ინვესტიცია. ერთი სართული სრულად დაეთომობა რესტორანს. სასტუმროში მოეწყობა ლიფტი. ამჟამად მშენებლობაზე დასაქმებულია 15 ადამიანი. უახლოეს პერიოდში იგეგმება კიდევ 10 ადამიანის დამატება. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ობიექტს 15 ადამიანი მოემსახურება.
(NS)
Share