-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:15:58

„როგორ შევქმნათ სტარტაპი“ - GITA მთელი საქართველოს მასშტაბით ახალ პროექტს იწყებს

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებს პროექტს ,,როგორ შევქმნათ სტარტაპი“. 

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია  მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შემდეგი ქალაქებიდან: ზუგდიდი, ბათუმი, თელავი, კასპი. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში დარგის პოპულარიზაცია, მსოფლიო ტრენდების გაცნობა და მათი იდეების განხორციელების ხელშეწყობა.

კურსის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: პროექტზე გუნდურად მუშაობა, ბაზრის კვლევა, პროდუქტის ტექნიკური აღწერის მომზადება და პრეზენტაცია, სხვადასხვა ბიზნეს მოდელის განხილვა და დისკუსიები, ფინალური პრეზენტაციები და ა.შ.

პროექტი ხორციელდება Kings Georgia - თან ერთად და კურსს წარუძღვებიან საქართველოს წამყვანი და გამოცდილი ტრენერები, რომელთაც სტარტაპებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. კურსი გაიმართება ონლაინ რეჟიმში, ხოლო შემაჯამებელი შეხვედრები რეგიონალურ ტექნოპარკებში.

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ აპლიკაცია
https://forms.gle/tgEz9EcSSXsFx5Bj9

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 9 აგვისტოს 23:59 საათამდე.

პროექტის ფარგლებში შეირჩევა 40 მონაწილე.

 

(NS)

Share