1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:08:12

ივნისში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1.12%-ით შემცირდა

By: Admin
2020-07-28 13:51:33
204

2020 წლის ივნისში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები მოცულობა 1.12%-ით შემცირდა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 195.12 მლნ ლარით გაიზარდა.

„კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2020 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 383.61 მლნ ლარით(1.12%-ით) შემცირდა. (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.79%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველილ ივლისისთვის 33.80 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 195.12 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 578.73 მლნ ლარით შემცირდა)“, - განაცხადეს სებში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share