2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:50:14

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა ივლისში, წინა თვესთან შედარებით, 1.95%-ით გაიზარდა

By: Admin
2020-07-28 13:51:36
204

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა ივლისში, წინა თვესთან შედარებით, 1.95%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სების ინფორმაციით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 291.09 მლნ ლარით გაიზარდა.

„საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი ივლისისთვის 28.77 შეადგინა, რაც 549.44 მლნ ლარით, ანუ 1.95%-ით მეტია პირველი ივნისისთვის არსებულ მაჩვენებელზე. ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 291.09 მლნ ლარით, ანუ 2.24%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 258.35 მლნ ლარით, ანუ 1.7%-ით გაიზარდა“, - განაცხადეს სებში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share