
საქართველოში 2020 წლის იანვარ-ივნისში 2576,8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაცემულია 4 169 ნებართვა.
ამის შესახებ მონაცემებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ნებართვების 78,3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 56,0 პროცენტი ქ. თბილისზე, 9,6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 6,4 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე და 6,3 პროცენტი აჭარის ა.რ.-ზე.
„აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 29,3 პროცენტი ქ. თბილისზე, 14,4 პროცენტი - კახეთის რეგიონზე, 12,1 პროცენტი - იმერეთის რეგიონზე, ხოლო 9,4 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე", - ვკითხულობთ საქსტატის მონაცემებში.
Share