5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:51:53

ბაზრობების 96,6 პროცენტი კერძო საკუთრებაში, ხოლო 3,4 პროცენტი სახელმწიფო საკუთრებაშია

By: Admin
2020-07-31 15:41:11
204

2019 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 208 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 30,8 პროცენტი ქ. თბილისშია, ხოლო 20,7 პროცენტი - იმერეთის, 12,0 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 12,0 პროცენტი - კახეთის, 7,2 პროცენტი - ქვემო ქართლის, 5,3 პროცენტი - აჭარის, 4,3 პროცენტი - შიდა ქართლის, 2,9 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 1,9 პროცენტი - გურიის, 1,9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის და 1,0 პროცენტი - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებშია განთავსებული.

ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

მათი ცნობით, ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის 2019 წელს მოქმედი ბაზრობების საერთო რაოდენობის 76,0 პროცენტი, ინდივიდუალური მეწარმეების წილად კი - 21,6 პროცენტი. ბაზრობების დანარჩენ ნაწილს გააჩნია კოოპერატივის (1,0 პროცენტი), სააქციო საზოგადოების (1,0 პროცენტი) და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0,4 პროცენტი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. ბაზრობების 96,6 პროცენტი კერძო საკუთრებაშია, ხოლო 3,4 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში.

„2019 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები, ბაზრობები და ბაზრობის ტიპის საწარმოები განთავსებული იყო 2,0 მლნ. კვადრატულ მეტრ ფართობზე. ამ ტერიტორიაზე განლაგებული დახლების სიგრძე 53,1 ათასი მეტრია, რომელთა 65,7 პროცენტი შენობაშია განთავსებული. ბაზრობებს გააჩნია 73 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1360 - შემნახველი საკანი (საწყობი) 27,4 ათასი კვ. მეტრი ფართობით, 0,8 ათასი ტონის ტევადობის - 415 მაცივარი. 2019 წელს მოქმედი ბაზრობების 37,0 პროცენტი გადახურულია (ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობს), 32,7 პროცენტი ღია ტიპისაა (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობის გარეთ), 30,3 პროცენტი - ნახევრადგადახურულია (ვაჭრობა მიმდინარეობს შენობაშიც და შენობის გარეთაც)“, - განაცხადეს საქსტატში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share