3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:43:10

საქსტატი - საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 55,7 ათასი სავაჭრო ადგილია

By: Admin
2020-07-31 15:41:11
204

„საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 55,7 ათასი სავაჭრო ადგილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატსტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნულ ობიექტებზე საშუალოდ ერთ დღეში 45,1 ათასი კაცი ვაჭრობს.

„2019 წელს ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ საწარმოებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3,0 ათას კაცს შეადგენდა, რომელთაგან 33,8 პროცენტი ქალია. დასაქმებულთა 46,4 პროცენტი ქალაქ თბილისზე მოდის, დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება”, - ნათქვამია საქსტატის მონაცემებში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share