4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:07:32

ერთი წლის განმავლობაში ხილი 32%-ით, რძის პროდუქტები 14.6%-ით, ხოლო ხორცპროდუქტები 11.5%-ით გაძვირდა

By: Admin
2020-08-04 14:04:22
204

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ გავლენა იქონია ფასების ცვლილებაზე.

მათი ცნობით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.55 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია ხილსა და ყურძენზე 32.0 პროცენტით, ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე 17.4 პროცენტით; რძეზე, ყველსა და კვერცხზე 14.6 პროცენტით; თევზეულზე კი, 14.3 პროცენტით.

ამასთანავე, ზეთსა და ცხიმზე ფასები მომატებულია 12.6 პროცენტით; ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე კი 11.5 პროცენტით.

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფებში დაფიქსირდა ფასების 9.0 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.61 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share