1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:07:59

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

2020 წლის 4 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

მათი ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 63 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.250 პროცენტით, მაქსიმალური 8.300 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.274 პროცენტით განისაზღვრა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share