3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:44:00

სებ-მა 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა

By: Admin
2020-08-05 15:02:41
204

2020 წლის 4 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს  ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 146 560 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტით, მაქსიმალური 8.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.308 პროცენტით განისაზღვრა.

ასევე, კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 8.250 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share