4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:06:56

მარიამ ქვრივიშვილის გაცხადებით, მიუნხენისა და პარიზის რეისით საქართველოში ჩამოსული ადამიანების უმრავლესობა ტურისტი იყო

By: Admin
2020-08-05 13:59:30
204

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის გაცხადებით, მიუნხენისა და პარიზის რეისით საქართველოში ჩამოსული ადამიანების უმრავლესობა ტურისტი იყო.

ქვრივიშვილმა დაამატა, რომ აღნიშნული რეისებით ჩამოსული მოსახლეობა კარანტინის გარეშე იმყოფებიან ქვეყანაში.

„გუშინ შესრულდა პარიზის რეისი. ბორტზე იმყოფებოდა 188 ადამიანი, საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა იყვნენ ტურისტები, რომლებმაც, ბუნებრივია, კარანტინის გარეშე დატოვეს კარანტინი და ახლა უკვე ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობენ. იგივე პრინციპი გავრცელდა მიუნხენის რეისზეც, აბსოლუტური უმრავლესობა იყო ტურისტი“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share