4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:01:15

მოქალაქეებს კომუნალური გადასახადები ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალშიც აუნაზღაურდებათ

By: Admin
2020-08-06 13:16:50
204

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდამჭერი პროგრამა 4 თვის განმავლობაში კიდევ გაგრძელდეს.

პროგრამა გაგრძელდება ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში.

„იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების კლება ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დავაკონპენსიროთ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით, გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი. გაგრძელება იგივე პრინციპით - 200 კილოვატ/საათი და 200 კუბური/მეტრი გაზის მოხმარება იქნება მთავრობის მიერ კონპენსირებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ავტორი: მერი ტაბატაძე

Share