
ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას, სექტემბრამდე ჩაერიცხება 300 ლარიანი დახმარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამით თვითდასაქმებულებისთვის თანხის ჩარიცხვის პროგრამა სრულდება.
„თვითსდასაქმებულების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ჩვენ ეს პროგრამა დავიწყეთ რამოდენიმე თვის წინ, ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მთავრობას მომართა 250 ათასმა საქართველოს მოქალაქემ თხოვნით ერთჯერადი 300 ლარის დახმარებით თვითდასაქმებულებისთვის. რა თქმა უნდა, ეს დახმარება მიიღო ყველამ, 70 ათასმა მოქალაქემ, რომელსაც სრულად ჰქონდა დოკუმენტაცია შევსებული და ეს დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს, თუმცა სანამ გადავალთ მეორე ეტაპზე, როდესაც თვითდასაქმებულების მეორე პროგრამას ვხურავთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დარჩენილ 80 ათას საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი, ამით, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი ერთჯერადი დახმარების თვალსაზრისით. ამით თვითდასაქმებულების ეს პროგრამა დასრულდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Share