ვალუტის კურსი

ყველა საქართველოს მოქალაქე, 17 წლამდე ბავშვი, სახელმწიფოს მხრიდან 200 ლარიან დახმარებას მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბავშვებისთვის სოციალური დახმარება გაიცემა სასწავლო წლის დაწყებისში.
„ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ეკონომიკურ კრიზისში, ჩვენს მოქალაქეებს და ბავშვებს, 17 წლამდე, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება კრიზისში და, რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე და სასწავლო წლის დაწყეის პროცესში.
ყველა საქართველოს მოქალაქე, ბავშვი, 17-წლამდე სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Share