4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:54:14

პრემიერი - შევდივართ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში

By: Admin
2020-08-06 13:42:57
204

ჩვენ ყველას კარგად გვესმის, შევდივართ, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს არავინ არ თვლის, რომ გლობალური ეკონომიკიდან გამოსვლას ვინმე წლის ბოლომდე, ან თუნდაც მომავალ წლამდე შეძლებს.

„იმედი გვქონდა, რომ ივნისის თუ არა, ივლისის თვეში ტურიზმის ნელ-ნელა გასნას დავიწყებდით და შემოსავლები გაიზრდებოა, რომლებიც ეხება უამრავ ადამიანს, რომელიც დასაქმებულია ამ სფეროში, რესტორნებში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. დღეს ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი ფრენები აღვადგინეთ, ზღვაში წვეთია, თითო ოროლა ტურისტს თუ იპოვით თბილისში მოსეირნეს, ამიტომ, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ის რაც ხდება გლობალურ ეკონომიკაში, არავინ არ თვლის დღეს, რომ გლობალური ეკონომიკიდან გამოსავალს ვინმე იპოვის წლის ბოლომდე ან თუნდაც, მომავალი წლისთვის. ამიტომ, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, შევდივართ, გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, ამიტომ მთავრობის პასუხიმსგებლობაა, პირველ რიგში დაეხმაროს მოქალაქეებს, იმისთვის, რომ სოციალურად შევინარჩინოთ ის მინიმუმი, რომელსაც ეს ოჯახები შეჩვეულნი არიან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Share