
ეკონომიკური აქტივობების გაძლიერებისთვის, ბიზნესვიზიტორების მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა.
მისი თქმით, ნაცვალგების პრინციპიდან გამომდინარე, მთავრობამ რამდენიმე ქვეყანას საზღვრები გაუხსნა. დღეის მონაცემებით, ამ მიმართულებით ქვეყანაში უკვე შემოსულია 1520 განაცხადი და ამ მომენტისთვის ქვეყანაში 751 ტურისტი იმყოფება.
„ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაც არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და შტაბმა შესაბამისად ამ მიმართულებას ყურადღება უნდა მიაქციოს. ბიზნესვიზიტორების რაოდენობა 4000 ადამიანს ასცდა ამ პერიოდის განმავლობაში, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ეს ადამიანი ახლა საქართველოშია თუმცა, იმისთვის, რომ ეკონომიკა არ გაცივდეს და ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა გავაძლიეროთ ამისთვის ბიზნესვიზიტორების მიმართულება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
Share