ვალუტის კურსი

ბრიტანეთის ეკონომიკა ბოლო 11 წლის განმავლობაში პირველად რეცესიაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აპრილიდან ივნისამდე ბრიტანეთის ეკონომიკა 20.4 პროცენტით შემცირდა.
ამასთანავე, ქვეყანაში შემცირდა წარმოებაც, რაც სასტუმროების, რესტორნების, მაღაზიებისა და სხვათა დახურვამ გამოიწვია. ეს კი მაშინ, როცა მომსახურების სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ოთხ მეხუთედს შეადგენს.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share