ვალუტის კურსი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაავალა ფინანსთა სამინისტროს, რომ ავტოიმპორტიორებს გადაუვადდეთ 2021 წლის მარტამდე ბაჟის გადახდა.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, არ მოხდება საურვეების დარიცხვა და აღნიშნული, დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს შეეხება.
„მინდა დავავალო ფინანსთა სამინისტროს, რადგან კრიზისის ზემოქმედება, როგორც საქართველოზე, ასევე გლობალურად, როგორც ჩანს ჯერ კიდევ იქნება გრძელვადიანი. რამდენჯერმე უკვე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმ. ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება, რომ გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე საურვების დარიცხვა არ მოხდება, ეს შეეხება დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს“, - განცხადა გიორგი გახარიამ.
Share