ვალუტის კურსი

ისრაელმა საქართველო „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობივი მედია ავრცელებს.
ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოდან დაბრუნებულ ისრაელის მოქალაქეებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ.
„მწვანე ქვეყნების“ სიაში საქართველოსთან ერთად შეყვანილია ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი, ლატვია, რუანდა, ხორვატია, ბულგარეთი, ესტონეთი, საბერძნეთი, ავსტრია, გერმანია, ჰონგ-კონგი, იორდანია, ლიეტუვა, კანადა, დანია, სლოვენია და იტალია.
ავტორი: მერი ტაბატაძე
Share